ოფიციალურად: "რეალმა" სერხიო რამოსი დაკარგა

12-04-2019, 23:51

როგორც მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კლუბის ესპანელმა კაპიტანმა და ცენტრალურმა მცველმა, სერხიო რამოსმა, ტრავმა მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის ფეხბურთელს, კუნთის პირველი კატეგორიის დაზიანება აღმოაჩნდა, რის გამოც სამედიცინო შტაბი, მდგომარეობის დასაზუსტებლად მას კიდევ ერთ გამოკვლევას ჩაუტარებს.

ცნობების მიხედვით, ექიმებმა შესაძლოა რამოსს მიმდინარე სეზონის გაცდენაც კი "გამოუწერონ", რათა ის აგვისტოსთვის, სრულ მზადყოფნაში იყოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ, "ლოს ბლანკოსის" რიგებში ჩატარებულ 42 დაპირისპირებაში, უკვე მოახერხა 11 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით