ნადრიდის "რეალში" უთანხმოებაა - რის გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ზინედინ ზიდანი და ფლორენტინო პერესი ?!

13-04-2019, 00:05

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელებს, მთავარ მწვრთნელ, ზინედინ ზიდანსა და პრეზიდენტ, ფლორენტინო პერესს შორის, სერიოზული უთანხმოებაა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ორი ფიგურის კონფლიქტის მიზეზი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბაა, რომლის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება, მათ ვერაფრით მოახერხეს.

ცნობების მიხედვით, ესპანელი პერესის მიზნებში არ შედის 150 მილიონი ევრო გაიმეტოს ისეთ ფეხბურთელში, რომელიც "ლოს ბლანკოსის" შეტევას დიდად ვერ გააძლიერებს, ხოლო ნახევარდაცვაში, ახალგაზრდებს დროს მოაკლებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 26 წლის მოთამაშემ, სულ ცოტა ხნის წინ, მედიასთან გაკეთებულ ინტერვიუში, მადრიდულ გრანდში ასპარეზობას, ნებისმიერისთვის საოცნებო რამ უწოდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ნიკო ბასილაშვილი "მონტე კარლოს" ტურინირს, საწყისს ეტაპზევე გამოეთიშა !

დაგვიმეგობრდით