ოლე გუნარ სოლსკიაერი: "ალექსის სანჩესი, შესაძლოა კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ დაბრუნდეს"

13-04-2019, 11:35

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ნორვეგიელი სპეციალისტი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, კლუბის ჩილელ თავდამსხმელზე, ალექსის სანჩესზე საუბრობს:

"მან გუნდთან ერთად ვარჯიშები უკვე განაახლა და ტრავმა ბოლომდე მოირჩინა, მისი რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად ვეცდებით, დაზიანების გართულება თავიდან ავიცილოთ."

"ალექსისი შესაძლოა სწორედ "კამპ ნოუზე", კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ ვიხილოთ, იმედია მას კარგ დახვედრას მოუწყობენ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 16 აპრილს, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით