ერნესტო ვალვერდე კრის სმოლინგზე: "ის ლიონელ მესის, მატარებელივით დაეჯახა !"

13-04-2019, 12:08

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, ერნესტო ვალვერდე, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მომხდარ ინციდენტზე საუბრობს:

"შესაძლოა მესიმ "უესკას" წინააღმდეგ დაისვენოს, შეტაკება ძალიან მძიმე აღმოჩნდა, ლეოს მატჩის მიმდინარეობისას ცხვირიდან სუნთქვაც კი არ შეეძლო და ვერც გამართულად ხედავდა, თუმცა ასპარეზობა მაინც განაგრძო."

"ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, სმოლინგი არგენტინელს მატარებილივით დაეჯახა და ამას შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე დაზიანება გამოეწვია, მსაჯები ორთაბრძოლის მიმდინარეობისას, ამის პრევენციას უნდა სცდილობდნენ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ გრანდებს შორის განმეორებითი შეხვედრა, 16 აპრილს, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით