მესი: "თუ წელს ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, მზად ვარ ასეთი რამ გავაკეთო"

13-04-2019, 14:10

კატალონიის "ბარსელონას" ლიდერმა ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთ კონკურენციაში გამარჯვება "ბლაუგრანას" გაუჭირდება, თუმცა ტიტულისთვის გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.

"ძალიან რთულია ისეთ კონკურენციაში მოიგო ჩემპიონთა ლიგა, როგორიც წელსაა. ყველა გუნდი თავის მაქსიმუმს აჩვენებს და ჩვენც ვცდილობთ მათ არ ჩამოვრჩეთ".

"ვფიქრობ, ჯერ "მანჩესტერთანაც" არაფერია გადაწყვეტილი და "კამპ ნოუზე" გასამართი შეხვედრა ძალიან ბევრ რამეს გამოაჩენს".

"თუ წელს ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, მზად ვარ ვარცხნილობა რადიკალურად შევიცვალო (იცინის)". - განაცხადა მესიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით