"ბარსელონა" ჟოაო ფელეშის შეძენით დაინტერესდა

13-04-2019, 14:40

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიის "ბარსელონა" "ბენფიკას" ახალგაზრდა ფეხბურთელის, ჟოაო ფელეშის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმა, კატალონიურმა კლუბმა ევროპა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩზე სკაუტები გააგზავნა, რომელებიც ახალგაზრდა ფეხბურთელს აკვირდებოდნენ.

როგორც ცნობილია, "ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ფელეშისთვის ბროძოლაში კონკურენციას ტურინის "იუვენტუსიც" გაუწევს, რომელიც ასევე აქტიურადაა ფეხბურთელის შეძენით დაინტერესებული.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "ბენფიკას" მაისურით 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა სადაც თავი 15 გატანილი გოლით და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ  მისი გამოსასყიდი თანხა 120 მილიონ ევროს შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით