კოვაჩმა ფეხბურთელების დაპირისპირება დაადასტურა

13-04-2019, 20:58

რამდენიმე დღის წინ გერმანულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ორმა ფეხბურთელმა, კინგსლი კომანმა და რობერტ ლევანდოვსკიმ ვარჯიშზე იჩხუბეს.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაპირისპირებას მართლაც ჰქონდა ადგილი მოთამაშეებს შორის.

"ვადასტურებ, კომანმა და ლევანდოვსკიმ იჩხუბეს ვარჯიშის დროს. თუმცა, ორივე ნანობს თავის საქციელს და მათ ბოდიშებიც მოიხადეს."

"კლუბი არავის დააჯარიმებს. მათ გააცნობიერეს თავიანთი დანაშაული." - აცხადებს კოვაჩი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით