რომანიოლი: "გატუზოსთან თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობთ"

13-04-2019, 22:58

იტალიური "მილანის" კაპიტანმა ალესიო რომანიოლიმ "ლაციოსთან" მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"რომი ჩემი სახლია და ეს ქალაქი მიყვარს. მილანში ცხოვრება მომწონს, სადაც არ უნდა წავიდე ყველგან გულთბილად მიღებენ. ყველგან სწრაფად გადაადგილდები, თუმცა რომი მაინც რომია".

"გატუზოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ჯენარო განვითარებაში ძალიან დამეხმარა. რინო პირდაპირი ადამიანია და ყველაფერს გეუბნება, რასაც ფიქრობს. გუნდის თითოეული წევრი მისი მუშაობით კმაყოფილია და იმედი მაქვს, რომ ჩვენთან დიდი ხნით დარჩება".

"ყოველთვის ვცდილობ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო, გულშემატკივრებს კი გვერდში დგომისთვის მადლობას ვუხდი. თვითდაჯერებულობა არ გვაკლია და ერთობლივი ძალებით ყველაფერს მივაღწევთ", - განაცხადა რომანიოლიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით