"ბარსელონამ" რაკიტიჩს ფასი დაადო

13-04-2019, 23:39

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, მილანის "ინტერს" "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის გადმობირება 60 მილიონი ევრო დაუჯდება.

მოგეხსენებათ, რომ "ბლაუგრანა" ივანის გაყიდვას გეგმავს, რადგან გუნდში ნახევარმცველების საკმარისზე მეტი რაოდენობა დაგროვდა. თანაც, "ნერაძურის" შანსი იმიტომ იზრდება, რომ "ჯუზეპე მეაცაზე" რაკიტიჩის სამი თანამემამულე ასპარეზობს, რაც გასათვალისწინებელი ფაქტორია.

შეგახსენებთ, რომ რაკიტიჩი კატალონიური გრანდის მაისურით 2014 წლიდან ასპარეზობს და მის ანგარიშზე 153 ჩატარებული მატჩი და 23 გოლია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ნიკო ბასილაშვილი "მონტე კარლოს" ტურინირს, საწყისს ეტაპზევე გამოეთიშა !

დაგვიმეგობრდით