იკარდისთვის "რეალში" თამაში ოცნებად რჩება?

13-04-2019, 23:57

როგორც გავლენიანი გამოცემა AS იტყობინება, მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ გადაწყვიტა, რომ კლუბთან კონტრაქტი არ გააგრძელოს.
 
წყაროს ცნობით, 26 წლის თავდამსხმელი კარიერის გაგრძელებას იმ გუნდში აპირებს, რომელიც რეგულარულად ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის.

მისი ოცნება "რეალში" გადასვლაა, თუმცა მადრიდული კლუბი არგენტინელს პრიორიტეტულ ვარიანტად არ განიხილავს.

იკარდის კარიერის გაგრძელების უფრო მეტი შანსი "იუვენტუსში", "ნაპოლისა" და "მანჩესტერ იუნაიტედში" აქვს.
 
მოგახსენებთ, მიმდინარე სეზონში იკარდიმ "ინტერის" შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასიც გააკეთა. "ნერაძურისთან" მისი კონტრაქტი 2021 წელს იწურება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ნიკო ბასილაშვილი "მონტე კარლოს" ტურინირს, საწყისს ეტაპზევე გამოეთიშა !

დაგვიმეგობრდით