ტონი კროოსი "იუნაიტედში" და პოლ პოგბა "რეალში" ?!

14-04-2019, 01:36

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის, საინტერესო გაცვლაზე მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი მზადაა ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა იმ შემთხვევაში დათმოს, თუ სანაცვლოდ გერმანელ ტონი კროოსს მიიღებს.

ამასთან ერთად, ცნობების მიხედვით, "ლოს ბლანკოსის" თავკაცი, ზინედინ ზიდანი, 29 წლის ფეხბურთელს, რომელმაც საკლუბო დონეზე გუნდთან ერთად უკვე ყველაფერი გააკეთა, მის სამომავლო გეგმებში აღარ განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, მედიასთან გაკეთებულ ინტერვიუში, 26 წლის პოგბამ, "რეალში" თამაშს, ნებისმიერისთვის საოცნებო რამ უწოდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით