სესკ ფაბრეგასი: "ლონდონის "ჩელსი", მაურისიო სარის "შვილის" გამო დავტოვე"

14-04-2019, 01:57

ლონდონის "ჩელსის" ყოფილი და ფრანგული "მონაკოს" ამჟამინდელი ესპანელი ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი, ინგლისის დატოვების მიზეზზე საუბრობს:

"მაურისიო სარის მოსვლამდე, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასაც კი ვგეგმავდი, თუმცა მან ისეთი მოთამაშე გადმოიბირა, რომელიც მისთვის შვილივით იყო."

"ჟორჟინიოსთვის კონკურენციის გაწევა თითქმის შეუძლებელი გახდა, ჩემი მთავარი მიზანი კი თითქმის ყოველ დაპირისპირებაში მონაწილეობაა, ამიტომაც ყველაფერს, სრულიად ახალი პროექტი ვამჯობინე საფრანგეთში, სადაც თავს ჯერ-ჯერობით შესანიშნავად ვგრძნობ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 31 წლის მოთამაშე, ლიგა 1-ში, მიმდინარე სეზონის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, უფასოდ გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით