ერნესტო ვალვერდე: "უესკასთან" შედეგით კმაყოფილი ვარ"

14-04-2019, 11:35

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, ერნესტო ვალვერდე, ლა ლიგის 32-ე ტურში, "უესკას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"საკმაოდ რთული ორთაბრძოლა გამოდგა, მეტოქემ შესანიშნავად იასპარეზა და გოლის გატანის საშუალება არ მოგვცა, თუმცა მიუხედავად ამისა, შედეგით კმაყოფილი ვარ."

"სანამ უკმაყოფილების გრძნობა გაგვიჩნდება, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, თამაშში უამრავმა ახალგაზრდამ ძირითად გუნდში მისი დებიუტი ჩაატარა, ამიტომაც მათ ზედმეტი არ უნდა მოვთხოვოთ."

"თითოეული ფეხბურთელის შესახებ ამ შერკინებაში ბევრი რამ გავიგე, რასაც სამომავლოდ გამოვიყენებ, ყველაფრის მიუხედავად, მთლიანობაში ძლიერი პერფორმანსი ჩავატარეთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, ფრედ დასრულდა ანგარიშით 0:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით