დიეგო სიმეონე: "იან ობლაკი, მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა"

14-04-2019, 12:35

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სპეციალისტი, დიეგო სიმეონე, კლუბის სლოვენიელ გოლკიპერზე, იან ობლაკზე საუბრობს:

"ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი კარის დარაჯი გვყავს, იანი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა და მას ამ პოზიციაზე ახლო კონკურენტიც კი არ ჰყავს."

"მან ამ დონემდე მოსვლა, დაუღალავი შრომისა და ვარჯიშის შედეგად მოახერხა, რის გამოც ობლაკი, ნებისმიერი ახალგაზრდა მოთამაშისთვის, სამაგალითო ადამიანია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 26 წლის ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში კარის მშრალად შენახვა, უკვე 18-ჯერ შეძლო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით