ჰუმელსი "ბაიერნს" დატოვებს?

14-04-2019, 13:27

როგორც გამოცემა Sport1 იტყობინება, ბენჟამინ პავარის და ლუკას ერნანდესის ტრანსფერების შემდეგ, ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნი" შესაძლოა მატს ჰუმელსმა დატოვოს. ეს იმიტომ მოხდება, რომ ამჟამად მიუხენელებს დაცვის ხაზში გაზრდილი კონკურენცია აქვთ.

წყაროს ცნობით, გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველს "იუვენტუსში" ან "პარი სენ-ჟერმენში" თამაში სურს.

მოგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჰუმელი რეგულარულად თამაობდა და ტრამვის გამო მხოლოდ რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწია.

ჯამში გერმანელმა "ბაიერნის" მაისურით 27 შეხვედრა ჩაატარა და თავი ორ-ორი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ჰუმელსი "რეკორდმაისტერთა" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია. 2008-2016 წლებში მატსი "დორტმუნდში" თამაშობდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით