გატუზო: "პიონტეკს თავისუფალი სივრცეების პოვნა უჭირს"

14-04-2019, 15:47

სეირა ა-ს 32-ე ტურში "მილანმა" საკუთარ მოედანზე "ლაციო" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მილანელთა თავკაცმა ჯენარო გატუზომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ლაციოს" წინააღმდეგ ასე უნდა ითამაშო, ყველაფერი უნდა გაიღო, რადგან მათ ჰყავთ სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელები. ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ გამარჯვება დავიმსახურეთ".

"ალესიოს კუნთის პრობლემა არ აქვს, ამიტომ საგანგაშო არაფერია. სათადარიგო სკამზე მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს შორის ხშირად ხდება შელაპარაკება. როცა მეც ვთამაშობდი ამაში ბადალი არ მყადა, მაგრამ ახლა ისეთ ასაკში ვარ მსგავსი საქციელი მიუღებელი იქნება".

"ჩალჰანოღლუ ბევრს მოძრაობდა, რაც ძალიან მომეწონა. ბაკაიოკოს მოვალეობა სავიჩის განეიტრალება იყო და ამ დავალებას თავი კარგად გაართვა. ბორინიმ კი დინამიურობა შეგვმატა. აუცილებლად უნდა გავუმჯობესდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება".

"პიონტეკს თავისუფალი სივრცეების პოვნა უჭირდა. "ლაციოს" მცველებმა შესანიშნავად ითამაშეს. სამწუხაროდ ისეთ სიტუაციაში ბურთი არ მიუვიდა, საიდანაც მისი ბომბარდირული თვისებების გამოვლენას შეძლებდა", - განაცხადა რინომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით