"იუვენტუსმა" "ბარსელონას" ლიდერისთვის 80 მილიონი გაამზადა

14-04-2019, 16:47

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Rai Sport-ი იტყობინება, იტალიური ტურინის "იუვენტუსი" "ბარსელონას" ცენტრალური მცველით სამუელ უმტიტით დაინტერესდა.

მოგეხსენებათ, "ბალუგრანას" უკანახაზელს მძიმე ტრავმის გადატანის შემდგომ, სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება გაუჭირდა, ამიტომ გავრცელებული ხმები  სამუელს წასვლას უწინასწარმეტყველებენ.

როგორც ჩანს, შექმნილი ვითარებით სარგებლობას "ბიანკონერი" აპირებს, რომელმაც ფრანგის გადმოსაყვანად 80 მილიონი ევრო გაამზადა.

შეგახენებთ, ფრანგი "ბარსელონაში" 2016 წლიდან ასპარეზობს და ამ დროსი მანძილზე მან  კლუბის მაისური 61-ჯერ მოირგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით