ზიდანი: "კროოსი რჩება"

14-04-2019, 18:22

ბოლო დროს აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის "რეალი" შესაძლოა ტონი კროოს დაეტოვებინა.

ამ თემაზე "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ისაუბრა და ჭორები უარყო.

"ტონი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ის უკვე ხუთი წელია რაც ამ გუნდის წევრია."

"მისნაირ ფეხბურთელებს თამაშის დამშვიდება შეუძლიათ. მინდა დაგამშვიდოთ, კროოსი არსად არ მიდის." - აცხადებს ზიზუ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით