გვარდიოლა: "კარიერის გაგრძელებას 70 წლამდე არ ვაპირებ"

14-04-2019, 18:32

მანჩესტერ "სიტის" თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ "კრისტალ პალასთან" დაპირისპირებამდე საინტერესო განცხადება გააკეთა.

"სანამ სამწვრთნელო კარიერას დავიწყებდი ვიცოდი, რომ მე ეს საქმე ნამდვილად მსურდა."

"ოდესღაც დადგება ის დრო, როდესაც მე აქტიური სპორტიდან მომიწევს წასვლა. ნამდვილად არ ვაპირებ, რომ 70 წლის ასაკშიც კვლავ რომელიმე გუნდს ვედგე სათავეში."

"ყოველთვის იქნება ცვლილებები. წამოვა ახალი თაობა, რომელიც ახალ იდეებს შემოიტანს. ფეხბურთს კი სიცოცხლის ბოლომდე ვუყურებ." - აცხადებს პეპი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით