ბასილაშვილი ფუჩოვიჩით იწყებს

14-04-2019, 22:37

დღეს სტარტი აიღო მონტე კარლოს მასტერსმა, რომელშიც მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებს.

ქართველი ჩოგბურთელი ტურნირში ხვალ ჩაერთვება. 1/32 ფინალში ნიკოლოზის მეტოქე მსოფლიოს 37-ე ჩოგანი, მარტინ ფუჩოვიჩი იქნება.

ხსენებული სპორტსმენები უკვე რიგით მეხუთედ ხვდებიან ერთმანეთს. წინა ოთხი დაპირისპირებიდან სამჯერ გამარჯვება უნგრელს დარჩა. უკანასკნელად ფუჩოვიჩმა ჩვენებურის დამარცხება წელს, როტერდამში მოახერხა და შესაბამისად, ნიკოლოზს რევანშის კარგი შანსი აქვს.

ბასილაშვილს მონტე კარლოს ტურნირზე გასულ წელს მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, ტურნირზე წარმატებულად გამოსვლის შემთხვევაში სერიოზული წინსვლის შანსი მიეცემა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით