მოჰამედ სალაჰი: "კიდევ 4 გამარჯვება და პრემიერ ლიგის ტიტულს დავეუფლებით !"

14-04-2019, 23:26

მერსესაიდული "ლივერპულის" ეგვიპტელი თავდამსხმელი, მოჰამედ სალაჰი, მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილზე საუბრობს:

"თუ შემდეგ 4 ორთაბრძოლაში 12 ქულის მოპოვებას მოვახერხებთ, მაშინ ინგლისის ჩემპიონატის ტიტულს, აუცილებლად დავეუფლებით, ჩვენ უახლოესს მეტოქეზე ("მანჩესტერ სიტიზე") მარტივი განრიგი გვაქვს, რაც სერიოზულ უპირატესობას გვანიჭებს."

"მართალია სეზონის ბოლოს მდგომარეობა დაიძაბა, თუმცა კონკურენცია ყველაფერთან ერთად, განვითარებაშიც გვეხმარება, თებერვალსა და მარტში დაშვებული არაერთი შეცდომის გამო, ბევრი რამ ვისწავლეთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, მერსესაიდული გრანდის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

დაგვიმეგობრდით