ზინედინ ზიდანი: "ზაფხულში დიდი ცვლილებები იგეგმება"

14-04-2019, 23:34

მადრიდის "რეალის" ახლად დანიშნული მთავარი მწვრთნელი, ფრანგი სპეციალისტი, ზინედინ ზიდანი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა ჩემი გუნდის თითოეული მოთამაშის შესაძლებლობები კარგად ვიცი და საკუთარ ფეხბურთელებსაც ვაფასებ, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ცვლილებები, წარმატებისთვის აუცილებელია."

"სწორედ ამიტომაც, ზაფხულში დიდი რეორგანიზაცია იგეგმება, რის შედეგადაც აგვისტოში, სრულიად ახალი ფორმაციის "რეალს" იხილავთ."

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, "ლოს ბლანკოსის" მთავარი სამიზნე, ლონდონის "ჩელსის" ბელგიელი თავდამსხმელი, ედენ აზარი იქნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით