რობერტო ფირმინო: "ლივერპულის" წარმატებას საიდუმლო არ აქვს"

14-04-2019, 23:41

მერსესაიდული "ლივერპულის" ბრაზილიელი თავდამსხმელი, რობერტო ფირმინო, პრემიერ ლიგის 34-ე ტურში, ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"ჩვენს წარმატებას საიდუმლო არ აქვს, ეს ყველაფერი დაუღალავი შრომისა და ვარჯიშის შედეგია, ერთმანეთი 3 წლიანი მუშაობის შემდეგ, შესანიშნავად გავიცანით, რამაც ფეხბურთელებს შორის, ძლიერი და გუნდური გარემო შექმნა."

"მიუხედავად ამ მიღწევებისა, განვითარების პროცესი ჯერაც არ დაგვისრულებია, ბევრს ვსწავლოთ და სათავეში ყოფნისთვის, პროგრესის სურვილს არ ვკარგავთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, მერსესაიდული გრანდის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით