პეპ გვარდიოლა: "ლეროი სანემ კარგად იცის თუ დროის შეზღუდვა რამ განაპირობა"

15-04-2019, 00:23

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, კლუბის გერმანელ თავდამსხმელზე, ლეროი სანეზე საუბრობს:

"მან კარგად იცის თუ დროის შეზღუდვა რამ განაპირობა, სანესთან ხშირად ვსაუბრობ და სამწვრთნელო შტაბის თითოეულ წევრს, მისთვის საუკეთესო გვსურს."

"უნდა გავითვალისწინოთ კონკურენციაც, კევინ დე ბრუინის დაბრუნების შემდეგ, ძირითადი შემადგენლობის შერჩევა თითქმის შეუძლებელი გახდა, ბერნარდო სილვა და რაჰიმ სტერლინგი მათი პერფორმანსების გამო 11-ეულში ადგილს აუცილებლად იმსახურებენ, იგივეს თქმა შეგვიძლია ბელგიელზეც, ამიტომაც ვნახოთ სეზონის დასრულებამდე რა მოხდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 23 წლის შემტევმა, პრემიერ ლიგაში 27 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, უკვე მოახერხა 9 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით