პეპ გვარდიოლა: "პრემიერ ლიგის ტიტულის მოგება, ახლა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული"

15-04-2019, 11:35

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგის დარჩენილ ნაწილზე საუბრობს:

"დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს, ყველას თავისი სისუსტე აქვს, თუმცა ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩემი ფეხბურთელები, მოქმედი ჩემპიონები არიან, რომლებმაც ეს ყველაფერი, გასულ სეზონში უკვე გამოიარეს."

"ახლა ინგლისის ჩემპიონატის ტიტული, მხოლოდ "სიტიზეა" დამოკიდებული და არ მაქვს უფლება საკუთარ მოთამაშეებს, ასეთ გადამწყვეტ მომენტში არ ვენდო."

შეგახსენებთ, რომ "ქალაქელები" ამჟამად 33 ტურის შემდეგ, ცხრილში მე-2 ადგილს იკავებენ (ერთი შეხვედრით ნაკლები "ლივერპულზე") 83 ქულით.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე მომავალთან დაკავშირებით: "ახლა ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია"

დაგვიმეგობრდით