ვილფრედ მბაპე მადრიდის "რეალში" ტრანსფერზე: "ჩემს შვილზე გავრცელებული ინფორმაცია სამარცხვინოა"

15-04-2019, 00:07

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ლიდერისა და თავდამსხმელის, კილიან მბაპეს მამა და ამასთან ერთად აგენტი, ვილფრედ მბაპე, მადრიდის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს:

"აქამდე ყველაფერს ვეცნობოდი და მედიასაც აქტიურად ვადევნებდი თვალყურს, თუმცა ბოლო დროს, მდგომარეობა აუტანელი გახდა, ჩემს შვილზე გავრცელებული ინფორმაცია სამარცხვინოა."

"ამან კილიანზეც იქონია გავლენა, მას ნამდვილად არ სურს გულშემატკივრებმა, კონტრაქტის გაფორმებიდან მხოლოდ 1 წლის შემდეგ, მოღალატედ გამოაცხადონ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 20 წლის შემტევის გადაბირებით, ყველაზე მეტად, "ლოს ბლანკოსია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე მომავალთან დაკავშირებით: "ახლა ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია"

დაგვიმეგობრდით