სადიო მანემ პირადი რეკორდი დაამყარა !

15-04-2019, 12:08

მერსესაიდული "ლივერპულის" სენეგალელმა ლიდერმა და თავდამსხმელმა, სადიო მანემ, პრემიერ ლიგის 34-ე ტურში, ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, პირადი რეკორდი დაამყარა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "არისტოკრატების" კარის აღებით, 27 წლის შემტევმა, მიმდინარე სეზონის ინგლისის ჩემპიონატში მე-18 გოლი გაიტანა, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.

მანე დროებით ბომბარდირთა სიის ლიდერიც გახდა თანაგუნდელ მოჰამედ სალაჰთან, სანამ ეგვიპტელმა ბრწყინვალე დარტყმით, მისი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 42 შეხვედრაში, ჯერ-ჯერობით 21 გოლის გატანა შეძლო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

დაგვიმეგობრდით