იურგენ კლოპი: "დროა გულშემატკივრებმა "ჯერარდის ფეხის დაცდენა" დაივიწყონ"

15-04-2019, 12:35

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, პრემიერ ლიგის 34-ე ტურში, ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"რა მოხდა 5 წლის წინ ჩვენ აღარ გვეხება, მთავარი მომავალია, ამიტომაც დროა გულშემატკივრებმა ისტორიის წიგნები დახურონ და "ჯერარდის ფეხის დაცდენა" დაივიწყონ."

"არაჩვეულებრივი პერფორმანსი ჩავატარეთ და მეტოქეც დამსახურებულად დავამარცხეთ, ენდი რობერტსონის ინციდენტი ? ეს ბედისწერის "ხუმრობა" იყო."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, მერსესაიდული გრანდის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე მომავალთან დაკავშირებით: "ახლა ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია"

დაგვიმეგობრდით