"იუნაიტედი" ერიქსენს ხელფასის გასამმაგებას დაპირდა

15-04-2019, 10:58

როგორც უკვე მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწრთვნელის ოლე გურან სოლსკასერის ყურადღება "ტოტენჰემის" ნახევარმცველის გადმობირებისკენაა მიბყრობილი, ამისკვალად მედიაშვი ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დანიელი ფეხბურთელი "დეზებთან" ხელფასის ოდენობაზე ვერ თანხმდება.

გამოცემა The Sun-ის მტკიცებით, 27 წლის ერიკსენი "დეზების" ხელმძღვანელობისგან ხელფასის გაზრდას ითხოვს. მას სურს გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის, ჰარი კეინის ოდენობის ანაზღაურება ჰქონდეს, ანუ კვირაში დაახლოებით 230 ათასი ევრო.

წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბი არ აპირებს დანიელისთვის ხელფასის ამდენად გაზრდას და სიტუაციით შესაძლოა, "მანჩესტერმა" ისარგებლოს და ერიკსენს კვირაში 280 ათასი ევრო შესთავაზოს. ტრანსფერი კი "მანკუნიანელებს" დაახლოებით 110 მილიონი დაუჯდებათ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ნიკო ბასილაშვილი "მონტე კარლოს" ტურინირს, საწყისს ეტაპზევე გამოეთიშა !

დაგვიმეგობრდით