ალეგრი: "აიაქსი" ყოველთვის ერთნაირად თამაშობს"

15-04-2019, 10:37

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწრთვნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ამსტერდამის "აიაქსთან" გასამართი საპასუხო მატჩის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"აიაქსი" ყოველთვის ერთნაირად თამაშობს, მნიშვნელობა არ აქვს, სახლში თუ სტუმრად. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ და კარგად მოვბილიზდეთ".

"ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ  თავსატეხი გველის. ეს შეხვედრა მარტივი არცერთი მხარისათვის არ იქნება".

"რაც შეეხება სერია ა-ს, მიზანი თითქმის მიღწეულია, მხოლოდ 1 ქულა გვჭირდება.", - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით