იოვიჩის გადაბირებაში "რეალს" კიდევ ორი გრანდი ეცილება

15-04-2019, 13:04

როგორც ყველაზე ჭორიკანა  გამოცემა Marca იუწყება, მადრიდის "რეალი" ზაფხულში ფრანკფურტის "აინტრახტის" თავდამსხმელის ლუკა იოვიჩის გადაბირებას შეეცდება.

წყაროს ცნობით, სერბი ფეხბურთელის ყიდვა "სამეფო გუნდისთვის" პრიორიტეტს წარმოადგენს.

ფორვარდის სავარაუდო ღირებულება 70 მილიონი ევროა და გავრცელებული ინფორმაციით, მისი შეძენა კატალონიის "ბარსელონასა" და მიუნხენის "ბაიერნსაც" სურთ.

მოგახსენებთ, მიმდინარე სეზონში იოვიჩმა "აინტრახტის" მაისურით ჩატარებულ 38 მატჩში 24 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით