ინიესტა: "ის უნიკალურია, ბურთსაც კი განსხვავებულად ეხება"

15-04-2019, 13:37

"ვისელ კობეს" ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ყოფილი თანაგუნდელის  ლეო მესის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"წლებია, ლეო რთულ რაღაცებს ძალიან მარტივად აკეთებს, რაც მხოლოდ ერთეულიებს შეუძლიათ".

"მიუხედავად იმისა, რომ მისგან, შესაძლოა, აღარაფერი არ გვიკვირს, ის ჩვენ გაოცებას მაინც ყოველჯერზე ახერხებს".

"ფაქტობრივად, ჩემი მთელი კარიერა მასთან ერთად გავატარე. ვუყურებდი მას ვარჯიშებზე, თამაშებზე და მიკვირდა, როგორ ახერხებდა ამ ყველაფერს თანაც წლების განმავლობაში, ერთანირი ინტენსივობით".

"ლეო უნიკალურია. ის ბურთსაც კი განსხვავებულად ეხება", - განაცხადა ინიესტამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

დაგვიმეგობრდით