რონალდინიო: "მინიმალური სხვაობით გამარჯვება არაფერს ნიშნავს"

15-04-2019, 18:42

ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც კატალონიის "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს.

მატჩის წინ "ბლაუგრანას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"მინიმალური სხვაობით გამარჯვება ბევრს არაფერს ნიშნავს. "იუნაიტედს" კვლავ აქვს საკმაოდ კარგი შანსი."

"თუ სტუმრები პირველ გოლს გაიტანენ, ისინი ფრთხილ თამაშს აირჩევენ. შესაბამისად, გადაწყვეტილი არაფერია." - აცხადებს რონალდინიო.

შეგახსენებთ, რომ პირველი დაპირისპირება "ბარსას" გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით