"France Football" სკანდალში გაეხვა ?!

15-04-2019, 23:28

ცნობილმა საფეხბურთო გამოცემამ, "France Football-მა", მისი ახალი ნომერი რამდენიმე დღის წინ დაანონსა, რომლის ყდაზეც ბევრისთვის, სკანდალური კარიკატურაა გამოსახული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟუნრალმა საფეხბურთო ლეგენდები გამოკითხა იმის შესახებ თუ ამჟამად მსოფლიოში, კრიშტიანუ რონადლუსა და ლიონელ მესის შორის, რომელს თვლიდნენ საუკეთესოდ.

ცხადია ამაში გასაკვირი არაა, ეს უამრავ გაზეთს გაუკეთებია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მომდევნო ტირაჟის გარეკანზე ვხვდებით სურათს, რომელზეც ტურინის "იუვენტუსისა" და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელები, ერთმანეთს კოცნიან.

შეგახსენებთ, რომ "FIFA-სთან" მომხდარი უთანხმოების შემდეგ, ყოველი წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებულს, ახლა სწორედ ზემოთ ხსენებული რედაქციის ჟურნალისტები ირჩევენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

დაგვიმეგობრდით