ჯანო ანანიძის მომავალი გუნდი ცნობილია

15-04-2019, 23:39

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერისა და ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის გადაბირებით, რუსული "კრასნოდარია" დაინტერესებული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცვლილება შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ანუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისშივე, 4.2 მილიონი ევროს სანაცვლოდ განხორციელდეს.

ჯანომ იანვარში, 10 წლის შემდეგ, მოსკოვის "სპარტაკი" დატოვა და იჯარის წესით, ამჟამად "კრილია სოვეტოვში" იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 26 წლის მოთამაშემ, ახალ გუნდში ჯერ-ჯერობით სულ 5 შეხვედრაში მოახერხა მონაწილეობის მიღება და ამ დროის განმავლობაში, 1 გოლის გატანაც შეძლო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით