მანუელ ნოიერისთვის სეზონი დასრულდა ?

15-04-2019, 23:47

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელი გოლკიპერი, მანუელ ნოიერი, ტრავმირებულია.

კლუბის წარმომადგენლების მიხედვით, 33 წლის კარის დარაჯი, მიღებული დაზიანების გამო, მინიმუმ 2 კვირას გამოტოვებს და არც ისაა გამორიცხული, რომ ბავარიელთა კაპიტანმა, სეზონის დასრულებამდე ვერ მოახერხოს მწყობრში ჩადგომა.

ნიკო კოვაჩის გუნდს ამასთან ერთად, ვერც მატს ჰუმელსი დაეხმარება, რომელიც ცნობების მიხედვით, რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარებას, ტრავმის გართულების მაღალი შანსების გამო, არ ჩქარობს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გერმანული გრანდი, 29 ტურის შემდეგ, ბუნდესლიგის ცხრილის სათავეში იმყოფება 67 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით