ზიდანის რევოლუცია, როგორი შემადგენლობა ეყოლება "რეალს" მომდევნო სეზონში

15-04-2019, 23:55

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sun Football" იუწყება, მადრიდის "რეალის" ახლად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, მისი საოცნებო ფორმაციის ფეხბურთელები, უკვე შეარჩია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლოს ბლანკოსის" შემადგენლობამ შესაძლოა მომავალ სეზონში, ასეთი სახე მიიღოს: კეილორ ნავასი, დანი კარვახალი, ედერ მილიტაო, სერხიო რამოსი, ალექს გრიმალდო, ისკო ალარკონი, დეკლან რაისი, პოლ პოგბა, კილიან მბაპე, ვინიციუს ჟუნიორი, ედენ აზარი.

ზემოთ ხსენებულ 11-ეულში, "რეალის" ამჟამინდელი მოთამაშეებიდან, მხოლოდ 6-მა მოახერხა საკუთარი ადგილის შენარჩუნება.

შეგახსენებთ, რომ მედიის მიხედვით, კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, ზაფხულში გრანდიოზული რეორგანიზაციისთვის, ფრანგ სპეციალისტს, სატრანსფერო ბაზარზე, 500 მილიონიანი ბიუჯეტი შესთავაზა.



dgiuradbinebi.ge

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე მომავალთან დაკავშირებით: "ახლა ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია"

დაგვიმეგობრდით