კონტეს გერმანიიდან დაუკავშირდნენ

16-04-2019, 17:19

როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი იტყობინება,  ანტონიო კონტემ შესაძლოა კარიერა გერმანიაში გააგრძელოს.

წყაროს ცნობით, "ბაიერნის" ხელმძღვანელობა ნიკო კოვაჩის მუშაობით უკმაყოფილოა და დიდი ალბათობით, იგი ზაფხულში პოსტს დატოვებს. ხორვატი სპეციალისტის შემცვლელად კი, სწორედ კონტე განიხილება.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე ბოლოს ინგლისში მუშაობდა და ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა. მისი თავკაცობით,
"არისტოკრატებმა" 106 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, საიდანაც 70 მოიგეს, 15 ფრედ დაასრულეს, ხოლო 21-ჯერ დამარცხდნენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით