მანჩესტერმა მანოლასის შესაძენად თანხა გაამზადა

16-04-2019, 18:09

The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა იტალიური "რომას" ბერძენი მცველის კოსტას მანოლასის სანაცვლოდ 31 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

წყაროს ცნობით, მანოლასი იმ შემთხვევაში დატოვებს გუნდს, თუ რომაელები ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ შეძლებენ. 

თავის მხრივ, მანჩესტერული გუნდი ცენტრალური მცველის ძიებაშია. მანოლასის გარდა იუნაიტედის სახელს ნაპოლის მცველს, კალიდუ კულიბალისაც უკავშირებენ.

როგორც ცნობილია, სეზონის დასრულების შემდეგ ოლე გუნარ სოლსკიაერი გუნდიდან მარკოს როხოს გაუშვებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით