ოფიციალურად: "ბეტისმა" "პსჟს" ფეხბურთელი შეიძინა

16-04-2019, 22:34

ანდალუსიის "ბეტისის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კლუბმა "პსჟს" ნახევარმცველი, ჯოვანი ლე ცელსო შეიძინა.

არგენტინელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ესპანურ კლუბში იჯარის წესით გამოდის, "ბეტისს" კი მისი გამოსყიდვის უფლება ჰქონდა.

როგორც ცნობილია, სევილიელებმა 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადეს.

შეგახსენებთ, რომ ლე ცელსომ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ითამაშა და 15 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით