ხოსეპ მარია ბართომეუ: "დემბელე ნეიმარს სჯობს"

16-04-2019, 23:31

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი, ესპანელი ხოსეპ მარია ბართომეუ, კლუბის ფრანგ თავდამსხმელზე, უსმან დემბელეზე საუბრობს:

"ნეიმარის დაბრუნება გამორიცხულია, რადგანაც ჩვენ უკვე ახალი გზა ავირჩიეთ ფრანგისა და ფელიპე კოუტინიოს სახით, წარსული კი დავივიწყეთ."

"ამასთან ერთად, დემბელეს პოტენციალი და შესაძლებლობები, ბრაზილიელის მონაცემებს აჭარბებს, ამიტომაც მისი კატალონიაში მოსვლის შანსები, თითქმის არ არსებულია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 21 წლის შემტევმა, მიმდინარე სეზონის ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 25 შეხვედრაში, უკვე მოახერხა 8 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით