"მანჩესტერმა" პირადი ანტირეკორდი დაამყარა

გუშინ, 01:05

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩი, რომელშიც "ბარსელონამ" "მანჩესტერს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

კატალონიურმა გრანდმა ორი მატჩის ჯამში 4:0 იმარჯვა და 1/2 ფინალში გააღწია, სადაც "პორტუსა" და "ლივერპულს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

საინტერესოა, რომ "წითელმა ეშმაკებმა" პირადი ანტირეკორდი დაამყარეს. კერძოდ, "იუნაიტედი" ევროთასებზე ორი მატჩის ჯამში პირველად დამარცხდა 4 ბურთის სხვაობით.

შეგახსენებთ, რომ დარჩენილი 1/4 ფინალური შეხვედრები ხვალ ჩატარდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ნიკო ბასილაშვილი "მონტე კარლოს" ტურინირს, საწყისს ეტაპზევე გამოეთიშა !

დაგვიმეგობრდით