"აიაქსმა" ლიგის რეკორდი დაამყარა

17-04-2019, 01:26

დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის შეხვედრა, რომელშიც "იუვენტუსმა" ამსტერდამის "აიაქსს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ორი მატჩის ჯამში ჰოლანდიურმა გრანდმა 2:3 იმარჯვა და 22 წლის განმავლობაში პირველად გააღწია ლიგის 1/2 ფინალში.

აღსანიშნავია, რომ ამსტერდამელებმა ამ გამარჯვების წყალობით ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარეს.

კერძოდ, "აიაქსი" გახდა პირველი კლუბი ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე სამი საკვალიფიკაციო რაუნდი გაიარა და ამ ეტაპზე შეძლო გაღწევა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელთა მეტოქე ხვალ, "სიტისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირებაში გაირკვევა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით