სოლსკიაერი: "ბარსას დონემდე მისაღწევად მუშაობა გვჭირდება"

გუშინ, 01:31

ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიის "ბარსელონასთან" მარცხის შემდეგ მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნა სოლსკიაერმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"თუ შედეგის მიღწევა გსურს, საკმარისად კარგად უნდა ითამაშო. პირველ 15 წუთში გვქონდა შანსები, თუმცა, შემდგომ მესიმ ყველაფერი დაასრულა."

"ის და კრისტიანო რონალდო ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელები არიან და ეს დღესაც დამტკიცდა."

"თუ გვსურს, რომ "ბარსელონას" დონეზე ვითამაშოთ, ბევრი მუშაობა დაგვჭირდება."

"კარგი იქნებოდა, დღეს თუ მოვიგებდით, თუმცა ამით არაფერი მთავრდება. ჩვენ გვსურს, რომ მომავალ წელსაც აქ ვითამაშოთ, შესაბამისად, პრემიერლიგაში ოთხეულის მოსაპოვებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ." - აცხადებს ნორვეგიელი სპეციალისტი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ნიკო ბასილაშვილი "მონტე კარლოს" ტურინირს, საწყისს ეტაპზევე გამოეთიშა !

დაგვიმეგობრდით