სოლსკიაერი: "ისინი ბოლო 10 წლეულის საუკეთესო ფეხბურთელები არიან

17-04-2019, 13:12

ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიის "ბარსელონასთან" მარცხის შემდეგ მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნა სოლსკიაერმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ლეო მესი მართლაც განსაკუთრებული ფეხბურთელია. ცხადია, ის გამოირჩეოდა მინდორზე. ორი გოლი გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა".

"მესი და რონალდუ ბოლო ათწლეულის საუკეთესო მოთამაშეები არიან და ამით ყველაფერია ნათქვამი".

"მოწინააღმდეგე ჩვენზე ორი თავით მაღლა იდგა. ჩვენც უნდა ვეცადოთ ამ დონეზე ასვლას. ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩვეულ სიმაღლეზე დაბრუნება იქნება. ახლა კი ინგლისის ჩემპიონატში ურთულესი კვირა გველის", - ციტირებს სულშერის სიტყვებს BBC.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით