ვალვერდე: "მესის გამო ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ"

17-04-2019, 13:38

მანჩესტერ "იუნაიტედის" დამარცხების შემდეგ კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ნახევარფინალში აღარ ვყოფილვართ, ამიტომ ახლა ეს ძალიან ამაღელვებელია".

"ახლა ფინალში გასვლაზე უნდა ვიფიქროთ. საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვართ. თუმცა სიფრთხილეც საჭიროა. ხანდახან რამდენიმე უხეიროდ ჩატარებულმა წუთმა შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს".

"მესი ყოველთვის გვეხმარება პრობლემების დაძლევაში. მაგრამ ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ, იმისათვის, რომ ლეო გვყავს. ეს ჩვენი ბედნიერებაა. არგენტინელი შესანიშნავ ფეხბურთს უჩვენებს. მისმა გოლებმა შეცვალა თამაში", - განაცხადა ვალვერდემ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით