პოჩეტინო: "გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესოა"

გუშინ, 15:12

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ მედიის წარმომადგენლებთან "მანჩესტერ სიტისთან" გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა.

"პირველ მატჩში მოგება შესანიშნავი შედეგია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არაფერი დასრულებულა".

"ვიცით, თუ როგორი ძლიერია ჩვენი მეტოქე, მათ პირველივე წუთებიდან უმაღლესი ტემპის შემოთავაზება შეუძლიათ, ამგრამ ამავდროულად, საკუთარ ძალებშიც დარწმუნებულები ვართ".

"ჩვენი ამოცანა მათი შეჩერებაა, უნდა გვჯეროდეს, რომ ამას შევძლებთ და საუკეთესო თვისებებს გამოვავლენთ".

"შესაძლოა, გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო ან ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მგონი, მან 24,25 თუ 26 ტიტული მოიგო, ჩვენ ესპანეთში ერთმანეთის წინააღმდეგ ხშირად ვთამაშობდით", - პოჩეტინოს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ნიკო ბასილაშვილი "მონტე კარლოს" ტურინირს, საწყისს ეტაპზევე გამოეთიშა !

დაგვიმეგობრდით