"პორტო" - "ლივერპული"

17-04-2019, 15:06

დღეს, თბილისის დროით 23:00-ზე, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "პორტო" საკუთარ მოედანზე "ლივერპულს" მიიღებს. პირველი მატჩი ინგლისში მერსისაიდელებმა 2:0 მოიგეს, რაც მათ უპირატესობას ანიჭებს. პორტუგალიელებმა შეხვედრის დასაწყისიდანვე უნდა სცადონ ჩამორჩენის აღმოფხვრა და შესაბამისად მეტოქეს შეუტიონ, ეს კი თავად "ლივერპულსაც" შანსს მისცემს, მეტოქე კონტრშეტევებზე გამოიჭიროს. საერთო ჯამში, მატჩი გახსნილი და სანახაობრივი უნდა გამოდგეს, ბევრი გატანილი გოლით.

FOOTBALLNEWS.GE-ის ექსპერტის პროგნოზია 2.5-ზე მეტი გოლი, კოეფიციენტი - 1.5



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

დაგვიმეგობრდით