იოვიჩმა "აინტრახტთან" კონტრაქტი გააფორმა

17-04-2019, 19:39

ლისაბონის "ბენფიკას" საკუთრებაში მყოფმა ლუკა იოვიჩმა ფრანქფურტის "აინტრახტთან" კონტრაქტი გააფორმა.

23 წლის სერბი თავდამსხმელი გერმანულ კლუბში მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, იჯარით გადავიდა. ფრანქფურტელებს კი მისი გამოსყიდვის უფლება ჰქონდათ.

იოვიჩმა "აინტრახტთან" 2023 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. გუნდმა კი მის სანაცვლოდ მხოლოდ და მხოლოდ 6 მილიონი ევრო გადაიხადა. მისი გაყიდვის შემთხვევაში კი 20%-ს პორტუგალიური კლუბი მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფორვარდის შეძენით არაერთი ევროპული გრანდი, მათ შორის "რეალი" და "ბარსელონა" არიან დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით