ობლაკმა "ატლეტიკოსთან" გაახანგრძლივა

17-04-2019, 19:47

მადრიდის "ატლეტიკოს" მეკარემ, იან ობლაკმა კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"როხიბლანკოს" ოფიციალური საიტის ცნობით, სლოვენიელი ფეხბურთელი გუნდში 2023 წლის ივნისამდე დარჩება.

აქამდე ობლაკის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო გახდათ, ეს ფასი კი 150 მილიონამდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელი "ატლეტიკოს" ღირსებას 2014 წლიდან იცავს, რა დროშიც 203 მატჩში 115-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით